რუსეთის მოსახლეობის 68% მხარს უჭერს ომს უკრაინასთან - ВЦИОМ
რუსეთის მოსახლეობის 68% მხარს უჭერს უკრაინაში მიმდინარე ომს. ამის შესახებ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებშია ნათქვამი.
ამავდროულად, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" მხარს არ უჭერს გამოკითხულთა 22%.
გამოკითხულთა 26%-ის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული ომის მიზანი დონეცკისა და ლუჰანსკის "სახალხო რესპუბლიკების" რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვაა.
დაახლოებით 20% აცხადებს, რომ ამ ომის მიზანია აღკვეთოს ნატოს სამხედრო ბაზების განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე. დაახლოებით ამდენივე ამ ომის ოფიციალურ მიზნად უკრაინის დემილიტარიზაციას ასახელებს, კიდევ 7% კი უკრაინის დენაციფიკაციას.
დაახლოებით 6% ამბობს, რომ ოფიციალური მიზანი " რუსეთის მიმართ უკრაინის არამეგობრული რეჟიმის შეცვლაა".