რუსეთის საომარ მოქმედებებს უკრაინაში გენერალი დვორნიკოვი უხელმძღვანელებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების ხელმძღვანელობა შეცვალა, მათ შორის ოპერაციის მთავარსარდალიც.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსეთის ბიურო ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო მოქმედებების უკრაინაში ამიერიდან გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე რუსეთის სამხრეთ-სამხედრო ოლქის მეთაური იყო. სწორედ დვორნიკოვი მეთაურობდა რუსეთის სამხედრო ნაწილებს სირიაში.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით კრემლსა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში იმედი აქვთ, რომ ცვლილებების შედეგად მნიშნველოვნად გაუმჯობესდება მოქმედებების ხარისხი.
ამავე წყაროს ცნობით, ცვლილებების მიუხედავად მოსალოდნელია, რომ რუსეთის არმიის მოქმედების ტაქტიკა მიწაზე მნიშვნელოვნად არ შეიცვლება და სავარაუდოა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ ეფექტურ წინააღმდეგობას, შეინარჩუნებენ მანევრულობას და მოულოდნელი ეფექტური დარტყმების განხორციელების უნარებს.