რუსეთის საზღვართან, ესტონეთში, ევროკავშირი იშვიათი მინერალების მაგნიტების წარმოებას იწყებს

ესტონეთის ქალაქ ნარვაში ოფიციალურად გაიხსნა ევროპის უდიდესი იშვიათი მინერალების მაგნიტების ქარხანა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით აშენდა.

ვითარების არსი: რუსეთის საზღვართან გახსნილი ქარხანა აწარმოებს იშვიათი მინერალებისგან დამზადებულ მუდმივ მაგნიტებს, რომლებიც გამოიყენება სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში — ელექტრომობილებში, ქარის ტურბინებსა და მიკროელექტრონიკაში.

  • ამ პროექტის განხორციელება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ევროკავშირმა 15 მილიონ ევრომდე გამოყო. 
  • ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, რაფაელე ფიტომ, აღნიშნა: „ქარხნის გახსნა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება რეალური ცვლილებების მოტანა კონკრეტული რეგიონისთვის და მოქალაქეებისთვის, ისე, რომ პარალელურად ევოკავშირის კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს." 
  • ქარხანა 1000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის და მოიზიდავს ამ სფეროში მომუშავე ნიჭიერ კადრებს მთელი მსოფლიოდან.

სტრიქონებს შორის: ამჟამად ევროკავშირში გამოყენებული მაგნიტების 90%-ზე მეტი ჩინეთიდან შემოდის, რაც დამოკიდებულებას ქმნის გლობალურ ბაზრებზე.

  • ნარვაში გახსნილი ახალი ქარხანა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევროპის სტრატეგიულ ავტონომიასა და კონკურენტუნარიანობას, რაც გადამწყვეტია როგორც მწვანე, ისე ინდუსტრიული გარდაქმნის პროცესში.
  • გარდა ამისა, ახალი საწარმო მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევროპის ინდუსტრიულ შესაძლებლობებსა და სტრატეგიულ ავტონომიას იშვიათი მინერალების მაგნიტების წარმოებაში. 

კონტექსტი: იშვიათი მინერალების მოპოვებას კიდევ უფრო დიდი ყურადღება მას შემდეგ მიექცა, რაც დონალდ ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ, ამ საკითხმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური განზომილება შეიძინა, განსაკუთრებით რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის კონტექსტში. 

მსგავსი სიახლეები