რუსეთის თავდაცვის ხარჯები აღემატება ევროკავშირის და ბრიტანეთის ჯამურ მაჩვენებელს

რუსეთის თავდაცვის ხარჯები ევროკავშირისა და გაერთიანებულ ჯამურ მაჩვენებელს აღემატება. 

ამის შესახებ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ "სამხედრო ბალანსის" კვლევაშია საუბარი. 

ავტორების ცნობით, გასულ წელს რუსეთის ხარჯები თავდაცვაზე 42%-ით გაიზარდა, (1.3 ტრილიონი რუბლი) მსყიდველობით პარიტეტზე გადაანგარიშებით ეს 462 მილიონი დოლარის ექვივალენტია - მსყიდველობითი პარიტეტი გულისხმობს იმ პროდუქციისა თუ სერვისის ჯამურ მოცულობას, რომლის ყიდვაც არის შესაძლებელი დასახელებული ექვივალენტური თანხით. 

ევროკავშირის წევრთა ჯამური თავდაცვის მაჩვენებელი გასულ წელს 12%-ით გაიზარდა და 457 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, რაც მცირედით ჩამორჩება რუსეთის მაჩვენებელს. 

ავტორების ცნობით, კვლევის შედეგები მოწმობს იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც დადგება თუ კი ამერიკა უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, რადგანაც ევროპას ამ დროისთვის არ შეუძლია მსგავსი ხარჯების გაწევა. 

ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოელმა პარტნიორებმა თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-მდე უნდა გაზარდონ, თუმცა ქვეყნების უმრავლესობა ჯერჯერობით 3%-იან ნიშნულსაც ვერ აკმაყოფილებს. 

IISS-ის კვლევის ანგარიშით, მიმდინარე წელს რუსეთი არმიაში ცოცხალი ძალის რეკრუტირების ხარჯები 14%-ით გაიზრდება და მშპ-ს 7.5%-ს გადააჭარბებს, რაც მთლიანი ფედერალური ხარჯების 40%-ზე მეტია. 

"რუსეთს კვლავ შეუძლია ომის შედეგებთან გამკლავება." - ნათქვამია კვლევაში. 

ავტორების ცნობით, თუ კი ევროპული სახელმწიფოები თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 3%-მდე გაზრდიდნენ, ჯამური მაჩვენებელი 250 მილიარდი დოლარით მოიმატებდა, ხოლო 5%-იანი ზღვრის შემთხვევაში 800 მილიარდს გადააჭერბებდა, რაც რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს ორჯერ აღემატება. 

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ევროპის მხრიდან თავდაცვის ხარჯების მკვეთრი ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია, რაც ფისკალური შეზღუდვებითაა განპირობებული. 

გასულ წელს 23%-ით, 81 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტი და ბოლო ათწლეულებში პირველად გადააჭარბა გაერთიანებული სამეფოს დანახარჯებს. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ჯამური დანახარჯები ამ დრომდე ვერ აკმაყოფილებს ნატოს მიერ მიღებულ მინიმალურ ზღვარს, მშპ-ს 2%-ის ოდენობით და მხოლოდ 1.8%-ია. 

თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფო თავდაცვაზე მშპ-ს 2.3%-ს ხარჯავს, ამჟამინდელი მთავრობა მაჩვენებლის 2.5%-მდე გაზრდას გეგმავს. 

მშპ-ს ზუსტად 2%-ს ხარჯავს თავდაცვაზე საფრანგეთი, რაც რეალურ გამოსხვაში 64 მილიარდი დოლარია.

ევროპაში თავდაცვის ყველაზე მაღალი ხარჯები (მშპ-ს 4%) ესტონეთს აქვს, მას მოსდევს პოლონეთი - მშპ-ს 3.2%, თუმცა ამ ქვეყნების ეკონომიკის შედარებით მცირე ზომის გამო, ჯამური ხარჯები 30 მილიარდ დოლარს არ აღემატება. 

მსგავსი სიახლეები