რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი: წელს ეკონომიკა 10 %-ზე მეტით შეგვიმცირდება

რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარე და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი აცხადებს, რომ ოფიციალური პროგნოზით წელს რუსეთის მშპ 10 პროცენტზე მეტით შემცირდება.

კუდრინის თქმით, ეკონომიკის შემცირება რუსეთის ბიუჯეტზეც აისახება და შემოსავლების მნიშვნელოვან კლებას გამოიწვევს.

11 აპრილს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წელს რუსეთში მშპ 11,2 პროცენტით დაიკლებს, 2023 წელს კი 0,6 პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი.

უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთს მასშტაბური საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთო რეკორდულ 20 პროცენტამდე გაზარდა, შემდეგ კი 17 პროცენტამდე შეამცირა.

კაპიტალის გატანაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად რუსული რუბლი გაუფასურებას განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები