რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო

 

ოკუპირებულ აფხაზეთში კრემლმა სამხედრო წვრთნები დაიწყო. რუსული მედიის ინფორმაციით, წვრთნებში სულ 1,500-მდე რუსი ჯარისკაცი მონაწილეობს. 

რუსი სამხედროები უკვე ჩავიდნენ აფხაზეთში, ცაბალის რაიონში, სადაც წვრთნები უნდა გაიმართოს. 

წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზური სამხედრო ფორმირებებიც. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წვრთნების მიზანი, სამხრეთ სამხედრო ოლქის მოტო-მსროლელი დანაყოფების ბრძოლისუნარიანობის გადამოწმებაა. 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ სამხრედრო ოლქის დანაყოფებმა უკვე განახორციელეს მარშები ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე. 

 

მსგავსი სიახლეები