რუსეთმა უკრაინაზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა
15 იანვარს დილით, რუსეთის არმიამ რამდენიმე ათეული ფრთოსანი რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით მასირებული საჰაერო შეტევა მიიტანა უკრაინის რეგიონებზე.
გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, რუსეთი სამიზნე მორიგ ჯერზე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, რუსეთმა 40-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და 70-ზე მეტი კამიკაძე-დრონი გამოიყენა უკრაინის გაზისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
პრეზიდენტის თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებისა და მობილური საჰაერო-საცეცხლე ჯგუფების წყალობით, ქვეყნის ენერგოსისტემის მუშაობა შენარჩუნებულია. ზელენსკის ინფორმაციით, მოგერიებულია სულ მცირე 30 რაკეტა.
რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად ენერგოობიექტები დაზიანდა ზაპოროჟიეს, ლვოვის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში. აფეთქებები იყო ხარკოვის, ვინიცის, ჩერკასის და სხვა ოლქებშიც. საჭირო გახდა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეწყვეტა.