რუსეთში კორონავირუსის 50 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 

პარასკევს, რუსეთში რეკორდულად ბევრი, კორონავირუსის 49 513 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას ომიკრონ ვარიანტის გავრცელებას უკავშირებენ.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ ომიკრონის გავრცელებასთან ერთად შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ქვეყნის ხელისუფლება ლოქდაუნის დაწესებას არ განიხილავს, დამატებითი შეზღუდვების დაწესება კი გადაიდო.

ოქტომბერში, ვირუსის მორიგი ტალღის პიკში, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე იყო გადასული.

რუსეთის მოსახლეობის 47% სრულად არის აცრილი.

 

 

მსგავსი სიახლეები