რუსეთში წლიურმა ინფლაციამ 14,5 %-ს მიაღწია

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, წლიურმა ინფლაციამ რუსეთში 14,5 პროცენტს მიაღწია.

თვის დასაწყისთან შედარებით რუსეთში სამომხმარებლო ფასები 5,4 პროცენტითაა გაზრდილი.

ფასების რეკორდულ ზრდაში წვლილი რუბლის გაუფასურებამ შეიტანა, რაც უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთზე დაწესებულ მასშტაბურ საერთაშორისო სანქციებს მოჰყვა.

სანქციების გარდა, ინფლაციას ხელი შეუწყო პროდუქტებზე ე. წ. „პანიკურმა მოთხოვნამ“ - დეფიციტის მოლოდინში რუსები იმპორტულ და ადგილობრივ საქონელს იმარაგებენ.

გასულ კვირაში შაქარზე ფასი თითქმის 14 პროცენტით გაიზარდა.

ანალიტიკოსების აზრით, თვის ბოლო ინფლაცია შესაძლოა 18 პროცენტს გაუტოლდეს.

28 თებერვალს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ფასების ზრდის შესაკავებლად ექსტრემალურ ზომას მიმართა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9,5-დან 20 პროცენტამდე გაზარდა.

ბანკ როსიის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 4 პროცენტია.

მსგავსი სიახლეები