ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.
სანქციების ბაზა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ მიღებული განკარგულებაა ნომრით 14024.
14024-ე აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მოგვიანებით იქნა შესწორებული, აწესებს სამართლებრივ ბაზას და საფუძველს უქმნის სანქციების დაწესებას იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის საზიანო საგარეო საქმიანობაში. ეს საქმიანობები მოიცავს დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას, კიბერთავდასხმებს, არჩევნებში ჩარევას და სხვა დესტაბილიზაციურ მოქმედებებს უცხო ქვეყნებში.
სანქციების ამგვარი პაკეტის მომზადების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკის ხმამ მიმდინარე წლის 20 სექტემბერს გაავრცელა.
განკარგულებით, სანქციები წესდება შემდეგ პირებზე:
- პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან მავნე კიბერაქტივობებში ან დეზინფორმაციულ კამპანიებში.
- ისინი, ვინც ჩართული არიან აშშ-სა და მისი მოკავშირეების დემოკრატიული ინსტიტუტებისა თუ პროცესებისთვის ძირის გამოთხრაში.
- ორგანიზაციები ან პირები, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში, როგორიცაა თავდაცვა და ენერგეტიკა.
- პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ოკუპაციას ან აგრესიას უკრაინაში.ყველა, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კორუფციასა და რეპრესიებზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან.