რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, სერბეთი გაზს აზერბაიჯანისგან შეისყიდის

2024 წლიდან, სერბეთი აზერბაიჯანისგან წელიწადში 400 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეისყიდის.

ამის შესახებ Reuters აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, სერბეთი, რომელიც თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე, დიდი ხანია გეგმავს აზერბაიჯანიდან გაზის შეძენას, ბულგარეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისთანავე.

სერბეთი წელიწადში 3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს.

"ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს მომავალ წელს 400 მილიონი კუბური მეტრი გაზის შესყიდვას და ჩვენ ველით, რომ ეს მოცულობები მომდევნო წლებში კიდევ გაიზრდება," - აცხადებენ სერბეთის ენერგეტიკის სამინისტროში.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთი განიხილავს მეზობელ ქვეყნებთან ახალი გაზსადენების განვითარების შესაძლებლობას, რათა შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება და რეგიონულ სატრანზიტო კვანძად გადაიქცეს.

მსგავსი სიახლეები