საბერძნეთი უკრაინას რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვიტა რუსეთის ფედერაციასთან Tor-M1 და Osa-AKM-ის საჰაერო თავდაცვის კომპლექსების ტექნიკური მომსახურების შესახებ კონტრაქტი გააუქმოს.

ამ ინფორმაციას Pronews.gr პარლამენტიდან მოპოვებულ "ზესაიდუმლო დოკუმენტზე" დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ათენი რუსეთისგან Tor-M1 და Osa-AKM საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის სათადარიგო ნაწილებსა და კომპონენტებს აღარ შეიძენს.

ამის გამო შესაძლოა ეს კომპლექსები მალე შეიარაღებიდან მოხსნას, რადგან ამჟამად არსებული სათადარიგო ნაწილები მხოლოდ რამდენიმე თვეს იქნება საკმარისი.

საერთო ჯამში, საბერძნეთის არმია და საჰაერო ძალები შეიარაღებულია 21 Tor-M1-ის თვითმავალი საჰაერო თავდაცვის სისტემით და 38 Osa-AKM-ის საზენიტო სისტემით, რომლის სროლის მაქსიმალური მანძილი 10-12 კმ-ია.

შემდგომ წლებში სისტემის შემდგომი მხარდაჭერის ხელშეკრულება 102 მილიონ ევროზე მეტია. მასალაში ნათქვამია, რომ "დიდი ალბათობით" ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები მესამე ქვეყნების მეშვეობით უკრაინას გადაეცემა და ეს გადაწყვეტილება "წმინდად პოლიტიკურია."

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ათენში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.

მსგავსი სიახლეები