საბერძნეთში ფეხბურთის გულშემატკივრის მკვლელობის ბრალდებით ხორვატიაში 9 ადამიანი დააკავეს
ხორვატიის პოლიციამ ფეხბურთის ცხრა გულშემატკივარი დააკავა, რომლებსაც მთელი ევროპის მასშტაბით ეძებდნენ საბერძნეთში, სასიკვდილო ძალადობაში მონაწილეობის გამო.
საბერძნეთმა ზაგრების "დინამოს" 10 გულშემატკივარზე დაკავების ორდერი გასცა, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ისევ თავისუფალია.
ხორვატიის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხორვატიის პოლიციამ მას ორდერების შესახებ აცნობა.
Bad Blue Boys-ის ფან-კლუბის წევრები ეჭვმიტანილი არიან აგვისტოში, ათენის არეულობაში მონაწილეობაში, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
ათობით სხვა ხორვატი ფეხბურთის გულშემატკივარი უკვე დააკავეს საბერძნეთში ძალადობის გამო, რომლის დროსაც ათენის კლუბის, AEK-ის 29 წლის ბერძენი გულშემატკივარი სასიკვდილოდ დაჭრეს ათენის სტადიონთან.
ამან ზაგრების "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი მატჩის გაუქმება გამოიწვია.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ათობით ახალგაზრდა მამაკაცი ჯოხებითა და რკინის საგნებით სტადიონზე გარბის, რომელზეც ფეიერვერკები ფეთქდება. ინციდეტისას ათი ადამიანი დაშავდა.