საფრანგეთი ახალი კალედონიიდან ტურისტების ევაკუაციას იწყებს
საფრანგეთმა ახალი კალედონიიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. ოკეანეთის კუნძულებზე 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აქციები და არეულობაა.
BFMTV-ის ცნობით, 25 მაისს, პირველი მოგზაურები ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში სამხედრო თვითმფრინავით იმავე დღეს, დილით გაფრინდნენ. ახალი კალედონიის დედაქალაქ ნუმეას მახლობლად, ლა ტონტუტას საერთაშორისო აეროპორტი 14 მაისიდან დაიკეტა და ყველა კომერციული ფრენა გაუქმდა.
"უცხოელების და ფრანგი ტურისტების სახლში გაგზავნის ღონისძიებები გრძელდება," - ნათქვამია საფრანგეთის სახელმწიფო ინტერესების წარმომადგენლის განცხადებაში.
იქიდან ისინი გააგრძელებენ კომერციულ ფრენებს საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით. ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ თავად დაიწყეს მოქალაქეების რეპატრიაცია 21 მაისს.
საფრანგეთის ტერიტორიაზე არეულობა 13 მაისიდან გრძელდება. პარიზმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და უსაფრთხოების დამატებითი ძალები გაგზავნა არქიპელაგში, რომელიც საფრანგეთიდან დაახლოებით 17 ათას კილომეტრში მდებარეობს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ შვიდი ადამიანი უკვე დაიღუპა - მათგან უკანასკნელი პარასკევს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა პოლიციელმა, რომელსაც დემონსტრანტები თავს დაესხნენ.
არეულობის მიზეზი საფრანგეთის მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება გახდა, რომელიც ფრანგული წარმოშობის ათასობით მაცხოვრებელს ხმის მიცემის უფლებას ექნებათ. დამოუკიდებლობის მომხრეები ახალ კალედონიაში, რომლის მოსახლეობაც 270 000 ადამიანს შეადგენს, შიშობენ, რომ ეს შეამცირებს ადგილობრივი მოსახლეობის გავლენას.
იქ მცხორებ კანაკის ეთნიკურ ჯგუფს დიდი ხანია სურს საკუთარი სახელმწიფოს შექმნა.