საფრანგეთი აცხადებს, რომ ირანის მიერ ურანის გამდიდრება "ძალიან შემაშფოთებელია"

საფრანგეთმა ხუთშაბათს ირანის ბირთვულ პროგრამაში მიმდინარე მოვლენებს "ძალიან შემაშფოთებელი" მას შემდეგ უწოდა, რაც გაეროს ბირთვული კონტროლის ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ურანის ნაწილაკები გამდიდრებულია ატომური ბომბისთვის საჭირო 90 პროცენტამდე.

ამის შესახებ Al Arabiya წერს.

"ამ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ირანის ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით მიდის", - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ენ-კლერ ლეჟანდრმა და აღნიშნა, რომ ეს არის "უპრეცედენტო და უკიდურესად სერიოზული" მოვლენა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) სამშაბათს დაადასტურა, რომ აღმოაჩინა 83.7%-მდე გამდიდრებული ურანის ნაწილაკები. ბირთვული იარაღის წარმოებისთვის კი საჭიროა ურანის 90%-მდე გამდიდრება.  

გასულ კვირას ირანმა განაცხადა, რომ არ უცდია ურანის 60%-ზე მეტად გამდიდრება.

IAEA-ს ხელმძღვანელი შაბათს თეირანში ირანის პრეზიდენტს ებრაჰიმ რაისის შეხვდება, რათა "დიალოგის განახლება" განახლება სცადოს ქვეყნის ატომურ პროგრამაზე.

მსგავსი სიახლეები