საფრანგეთი მზად არის ოდესის პორტთან ოპერაცია ჩაატაროს

ემანუელ მაკრონის მრჩეველის განცხადებით, საფრანგეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ოპერაციაში, რომლის მიზანსაც, ოდესის პორტთან უსაფრთხო წვდომის მიღწევა წარმოადგენს. 

"ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ოპერაცია, რომლის მიზანიც ოდესის პორტის უსაფრთხოდ გამოყენება იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დანაღმული წყლის მიუხედავად, გემებს, უსაფრთხოდ გავლა შეეძლოთ"- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია. 

ოდესის პორტი რუსების დეფაქტო ბლოკადის ქვეშ არის, რაც მარცვლეულის ექსპორტს აფერხებს და ხელს უწყობს საკვების მსოფლიო კრიზისს. 

მსგავსი სიახლეები