საფრანგეთი მზადაა, მძიმე შეიარაღებაზე "უკრაინის საჭიროებები დააკმაყოფილოს"

საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ემანუელ მაკრონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 9 ივნისს სატელეფონო საუბარი შედგა.

ფრანგული მხარის ცნობით, მაკრონმა უკრაინელ კოლეგას ჰკითხა, თუ რა საჭიროებები უდგას უკრაინას შეიარაღების, პოლიტიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

გარდა ამისა, მაკრონმა ზელენსკის უთხრა, რომ საფრანგეთი მზადაა, უკრაინის საჭიროებები დააკმაყოფილოს, მათ შორის მძიმე შეიარაღების კუთხით.

ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად კი "განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის გზას ევროკავშირისკენ".

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ომის მიმდინარეობისას კონტაქტს გააგრძელებენ.

 

მსგავსი სიახლეები