საფრანგეთი რუსი ოლიგარქების უძრავი ქონების, იახტებისა და ავტომობილების კონფისკაციას გეგმავს
საფრანგეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი რუსი ოლიგარქების უძრავი ქონების, იახტების, ავტომობილებების და სხვა აქტივების კონფისკაციას გეგმას. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა Financial Times-ს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება გამოავლენს რუსეთის ყველა მოქალაქეს, რომლებსაც საფრანგეთში აქტივები აქვთ და რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირების გამო მათ სანქციებს დაუწესებს.
"ამ აქტივების კონფისკაციისთვის საკანონმდებლო ცვლილებებს მივიღებთ", - თქვა ლე მერმა.