საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში: რას დაპირდა უკრაინელებს?

საფრანგეთის მთავრობის კაბინეტის განახლების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი სტეფან სეჟურნემ დაიკავა, რომელმაც პირველი ვიზიტის განხორციელება, უკრაინაში, უკვე მოასწრო. 

კიევში ყოფნის დროს, იგი ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა უკრაინელ მაღალჩინოსნებს შეხვდა. 

"უკრაინა ახლაც და მომავალშიც, პრიორიტეტად დარჩება საფრანგეთისთვის,"-განაცხადა სეჟურნემ, რომლის ვიზიტის მიზანიც "უწყვეტი მხარდაჭერის" ხელახალი დადასტურება იყო. 

თუმცა, ზოგადი დეკლარაციების გარდა, მხარეებმა კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრეს, რასაც მოკლედ გთავაზობთ. 

საერთო სამხედრო წარმოება

სტეფან სეჟურნეს განცხადებით, მსოფლიოში არსებული კრიზისების ფონზე, რუსეთის გეგმა უკრაინის პარტიონრების "დაღლაზეა" ორიენტირებული, რაც მისი თქმით, არ მოხდება. 

მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ 24 თებერვლის შემდეგ, ეს არის ყველაზე კრიზისული პერიოდი უკრაინისთვის, რაზეც თავადაც საუბრობენ. 

აღნიშნულ კონტექსტში მნიშვნელოვანი იყო ის სიახლე, რაც ორი ქვეყნი წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გაირკვა. კერძოდ, საუბარია დრონებისა და საარტილერიო პროდუქციის საერთო წარმოებაზე, რომელსაც უკრაინელები და ფრანგები ერთად სავარაუდოდ ერთობლივად დაიწყებენ. 

გარდა ამისა, დადასტურდა საჰაერო თავდაცვის კომპონენტის შემდგომი გაძლიერება, რაც ომის ამ მონაკვეთში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგანაც კრემლმა საჰაერო თავდასხმების ინტენსივობას მოუმატა. 

ზემოთ ჩამოთვლილი სიახლეები დაადასტურა ვოლოდიმირ ზელინსკიმაც, რომელის თქმითაც, სტეფან სეჟურნესთან, სწორად ამ საკითხებზე ჰქონდა დისკუსია. 

"ჩვენი ქვეყნები, ახალ ეტაპზე გადადიან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით,"- ასე შეაფასა საფრანგეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა ვითარება. 

დახმარებაზე წნეხის გაძლიერება

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მხარეებმა ისაუბრეს, ევროკავშირის მიერ 50 მილიარდინი დამხარების გამოყოფაა, რომელიც გასულ წელს, უნგრეთის წინააღმდეგობის მიზეზით დაიბლოკა. 

უკრაინისთვის, ამ დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკრაინისთვის თანხის გამოყოფაზე საჭირო კონსესუსის მიღწევა, დროში იწელება. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტეფან სეჟურნემ დაადასტურა, საფრანგეთისთვის ამ დილემის გადაწყვეტა მნიშვნელოვანი იქნება. 

მისი თქმით, საფრანგეთი სრულად გამოიყენებს "საკუთარ წონას ევროკავშირში," რათა უკრაინისთვის, ამ დახმარების გაცემაზე თანხმობა, თებერვლის დასაწყისში გასამართ სამიტზე მიღწეული იყოს. 

სტეფან სეჟურნემ ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი განაგრძობს საარტილერიო და ანტი-საჰაერო ჭურვების გადაცემას, თუმცა რაოდენობა არ დაუზუსტებია.

თავის მხრივ, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ფრანგული კომპანიებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე "მუშაობა მიმდინარებს, პირველ რიგში სამართლებრივი კუთხით, რათა მათ შეძლონ უფრო მეტი იარაღის წარმოება."  

ომის დაწყების შემდეგ, საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ღირებულება 3.2 მილიარდ ევროს აღემატება. 

 

 

მსგავსი სიახლეები