საფრანგეთის პრემიერი ლე პენზე: "პუტინის ძალები ჩვენს ქვეყანაში არიან"
უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე, მწვავე დებატები გაიმართა საფრანგეთის პრემიერსა და მემარჯვენე-ექსტრემისტ მარინ ლე პენს შორის.
ოპოზიციის სხვა წევრების მსგავსად, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, მკაცრად გააკრიტიკა ემანუელ მაკრონი, რომელმაც მიმდინარე კვირას, უკრაინაში სახმელეთო ჯარების განლაგების ინიციატივა გააჟღერა.
"უკრაინაში ჯარების განლაგების ინიციატივით, მან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საომარი მოქმედებებისკენ...რაც ეგზისტენციალურ რისკს ქმნის 70 მილიონი ფრანგისთვის",- აღნიშნა ლე პენმა.
ამის პასუხად, გაბრიელ ატალმა, საფრანგეთის პრეემიერმა აღნიშნა, რომ მარინ ლე პენმა კიდევ ერთხელ შეახსენა ხალხს, თუ "ვის მიმართ არის ლოიალური."
"როდესაც ვეცნობით საგამოძიებო მასალებს [საუბარია ვაშინგტონ პოსტის გამოძიებაზე, სადაც ლე პენის პარტიასა და კრემლს შორის კავშირებზეა საუბარი] უნდა დაფიქრდეთ, არიან თუ არა პუტინის მებრძოლები ჩვენს ქვეყნაში... თქვენზე და თქვენს თანამებრძოლებზე ვსაუბრობ", - ასე მიმართა ატალმა მარინ ლე პენს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2 წლის წინ, ეროვნული გაერთიანება (RN) რუსეთთან სამხედრო ალიანსს ემხრობოდა და 2022 წელს ლე პენის არჩევის შემთხვევაში "ახლა საფრანგეთი ჭურვებს რუსეთს მიაწვდიდა."
კონტექსტი
26 თებერველას, პარიზში, უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ, რომელსაც ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში სახმელეთო ჯარების ინიციატივა გააჩნდა, რაზეც კონსესუსი არ ყოფილა.
მოგვიანებით, მაკრონის ინიციატივა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომლის თქმითაც, საუბარია სამხედროების განლაგებაზე, რომლებიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა, უკრაინელებს სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევენ.
ეს განცხადება ბევრმა გააკრიტიკა საფრანგეთში, მათ შორის განსაკუთრებულად აქტიურებიმ ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი და მემარცხენე ფლანგის ლიდერი, ჟან-ლუკ მელანშონი იყვნენ.
ლე პენისთვის გაუგებარია, საფრანგეთმა რატომ უნდა გამოიჩინოს მსგავსი ინიციატივა, როდესაც "სამყაროს ერთადერთი იმპერია," საუბარია ამერიკაზე, უარს ამბობს მსგავსი ტიპის ქმედებებზე.
დაახლოებით მსგავსი პოზიციები აქვს მელანშონს, რომლის თქმითაც, ამოსავალი წერტილი მშვიდობის დამყარებაა.
ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა, საკუთარ ინიციატივაზე აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ახლა უარზეა, წარსულშიც მსგავს პოზიციას იკავებადე ტანკების გადაცემაზე და შორი რადიუსის ჭურვების გაგზავნაზე, ამიტომ, გამორიცხული არაფერია.