საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელი რუსების რაოდენობა 75%-ით გაიზარდა
2022 წელს საფრანგეთში საგრძნობლად გაიზარდა იმ რუსების განცხადებების რაოდენობა, რომლებსაც ქვეყანაში თავშესაფრის მიღება სურთ.
ამ ინფორმაციას საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ოფისი (Ofpra) ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, "რუსული რეჟიმის სიმკაცრემ" რუსეთიდან უფრო მეტი თავშესაფრის მოთხოვნა გამოიწვია - ზრდამ 75% შეადგინა.
საერთო ჯამში, 2 617-მა რუსმა მოითხოვა თავშესაფარი.
"გამოთქვამდნენ შიშს მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ომს, ასევე გაწვევას ან მობილიზაციას რუსეთის შეიარაღებულ ძალებში," - აცხადებს დეპარტამენტი.
საერთო ჯამში, გასულ წელს საფრანგეთმა 56 ათასზე მეტი თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი მიიღო სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან. ზედიზედ მეხუთე წელია, ლიდერი ავღანეთის მოქალაქეები არიან - შემოსული 131 000 განაცხადიდან 17 000 დაკმაყოფილდა.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საფრანგეთში ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ოფისის მიერ დაცული მოსახლეობის რაოდენობა 547 102-ია.
სტატისტიკაში არ შედიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ისარგებლეს სპეციალური სქემით, რომელიც ცნობილია როგორც "დროებითი დაცვა." ამან დაახლოებით 100 000 უკრაინელი ლტოლვილი გაათავისუფლა თავშესაფრის მოთხოვნის აუცილებლობისგან, ამავდროულად მათ დარჩენის უფლება და რიგი სოციალური შეღავათები მიანიჭა.