სახდეპი უკრაინაში აშშ-ს საელჩოდან დიპლომატების ოჯახების ევაკუაციას იწყებს

 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ კვირაში კიევში ამერიკის საელჩოდან დიპლომატების ოჯახის წევრების, ასევე თანამშრომლების ნაწილის ევაკუაცია დაიწყება.

ევაკუაციის ბრძანებას აშშ-ს საგარეო უწყება „რუსული სამხედრო ინტერვენციის საფრთხეს“ უკავშირებს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის დატოვება ურჩია ქვეყანაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებსაც.

„უსაფრთხოების მდგომარეობა, განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან, რუსეთის ოკუპირებულ ყირიმში და რუსეთის კონტროლირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში არასტაბილურია და შესაძლოა მოკლე ხანში გაუარესდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

BBC-ის თანახმად, აშშ-ს მსგავსად, უკრაინიდან საელჩოს თანამშრომლების ნაწილის გაყვანას იწყებს დიდი ბრიტანეთიც. 

რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზაციას აგრძელებს. გასულ კვირაში ბელარუსში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მძიმე ტექნიკა შეიყვანეს.

მსგავსი სიახლეები