სალდო: ჩონგარის ხიდი ბევრად უფრო სერიოზულად დაზიანდა, ვიდრე გვეგონა
22 ივნისის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ჩონგარის ხიდი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამ ინფორმაციას ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კოლაბორაციონისტი ვლადიმერ სალდომ 23 ივნისს ავრცელებს.
"ხიდი ბევრად უფრო სერიოზულად არის დაზიანებული, ვიდრე თავიდან გვეგონა. ხიდი ახლა, უახლოეს 15-20 დღეში, შეიძლება მეტიც - სანამ იქ სამუშაოები მიმდინარეობს, იკვლევენ, მას რა უყონ. ის გადაადგილებისთვის გამოუსადეგარია," - განაცხადა კოლაბორაციონისტმა.
ამასთან, ის ამტკიცებს, რომ ხიდზე დარტყმა "არაფერს შეცვლის," რადგან კიდევ რამდენიმე სახმელეთო გადასასვლელი არსებობს.
22 ივნისს უკრაინელებმა ყირიმის ნახევარკუნძულისა და ქალაქ მელიტიპოლის დამაკავშირებელი ჩონგარის ხიდი დაბომბეს.
სწორედ ამ ხიდზე გადის ოკუპირებული ნახევარკუნძულისა და ზაპორიჟიის საკვანძო ქალაქ მელიტოპოლის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა. ძირითადად ამ გზით მარაგდება რუსეთის საოკუპაციო გარნიზონი უკრაინის სამხრეთში, მათ შორის ზაპორიჟიაში, სადაც უკრაინის არმია შეტევაშია.