სალომე ზურაბიშვილის ყოფილი პიარტექნოლოგი, ისრაელის პრემიერმა დაიქირავა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა ცნობილი პოლიტიკური სტრატეგი, მოშე კლუგჰაფტი დაიქირავა, ამის შესახებ პრემიერის ადმინისტრაციაში კვირას განაცხადეს.
კლუგჰაფტს ბენტთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს. პიარტექნოლოგი ბენეტის კამპანიას ხელმძღვანელობდა, როდესაც ის პარტია “ებრაული სახლის” ლიდერობაზე იყრიდა კენჭს, შემდგომში კი პარტიის კამპანიის ხელმძღვანელი იყო 2013 და 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
კლუგჰაფტი პრემიერის ადმინისტრაციაში არ დასაქმდება და ბენეტის პარტია “იამინაში” იმუშავებს.
პიარტექნოლოგი ისრაელში რამდენიმე მემარჯვენე პარტიასთან და პოლიტიკური ჯგუფთან მუშაობდა. ისრაელის მემარცხენე ბანაკის დემონიზებისთვის ის ნეგატიურ კამპანიებს გეგმავდა.
2018 წელს მან ცოტა ხნით ულტრამემარცხენე პარტია “მერეცის” ლიდერის არჩევნებში თამარ ზანდბერგთანაც იმუშავა. პოლიტიკოსმა კლუგჰაფტისგან რჩევების მიღების გამო ბოდიშიც კი მოიხადა, რადგან პიარტექტნოლოგი წარსულში მისი პარტიის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანიით იყო დაკავებული.
წინა წლებში კლუგჰაფტი სხვა ქვეყნებიც მუშაობდა, მათ შორის, 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლუგჰაფტს აქტიურად აკრიტიკებდა, ამის გამო ის ანტისემიტიზმშიც დაადანაშაულეს.