სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, ჰამასი მზად არის 50 მძევალი გაათავისუფლოს - Reuters

კატარის შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჰამასის მებრძოლების მიერ ისრაელზე თავდასხმის დროს დატყვევებული მძევლების გათავისუფლებაზე. ამის შესახებ Reuters 15 ნოემბერს, ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

ამ დროისთვის მოლაპარაკების საგანია ჰამასის ტერორისტების მიერ 50-მდე მშვიდობიანი მძევლის გათავისუფლება, ღაზას სექტორში ცეცხლის სამდღიანი შეწყვეტის სანაცვლოდ.

სააგენტოს ცნობით, განიხილება შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ისრაელის ციხეებიდან რამდენიმე პალესტინელი ქალი და ბავშვი გამოვა, ასევე გაიზრდება ღაზას სექტორში შემავალი ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა.  

შეთანხმება ასევე მოიცავს ჰამასის ტერორისტების მიერ ღაზას სექტორში მყოფი მძევლების სრული სიის ისრაელისთვის გადაცემას.

Reuters წერს, რომ ჰამასი უკვე დათანხმდა ასეთი შეთანხმების ზოგად პრინციპებს და ისრაელი "ჯერ კიდევ აწარმოებს მოლაპარაკებებს დეტალებზე."

სააგენტო ხაზს უსვამს, რომ კატარს თავისი "ამბიციური საგარეო პოლიტიკური მიზნებით," პირდაპირი კავშირი აქვს როგორც ჰამასთან, ასევე ისრაელთან.

მსგავსი სიახლეები