სამხრეთ კორეა უკრაინას 2 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებას გადასცემს

სამხრეთ კორეა უკრაინას 2 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას გადასცემს - პროგრამა 2025 წლიდან დაიწყება. 

ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა ნიუ დელიში დიდი ოცეულის სამიტის მიმდინარეობისას განაცხადა. 

კორეელი პრეზიდენტის თქმით, 2024 წლის ბოლო უკრაინა სეულისგან 300 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს. 2022 წელს სეულმა უკრაინას ჯამურად 100 მილიონი დოლარის დახმარება გადასცა, მათ შორის ჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები. 

კონტექსტი 

სამხრეთ კორეული კანონმდებლობა მეომარ ქვეყნებში შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების პირდაპირ გაგზავნას კრძალავს. მიუხედავად ამისა, სავარაუდოა, რომ სეული სხვადასხვა ფორმით მონაწილეობის უკრიანისთვის შეიარაღების გადაცემაში. 

ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კორეისგან 500 ათასამდე საარტილერიო ჭურვი შეიძინა, რამაც უკრაინის შეიარაღების კუთხით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მეტი მოქნილობა მისცა. 

უფრო მეტი საკითხზე წაიკითხეთ ბმულზე

მსგავსი სიახლეები