სამშვიდობო გეგმაზე უარის შემთხვევაში აშშ უკრაინას დახმარების შეწყვეტით დაემუქრა
დონალდ ტრამპის ინიციატივით მომზადებულ ახალ სამშვიდობო გეგმაზე უარის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო და სადაზვერვო დახმარების შეწყვეტით დაემუქრა.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ სიტუაციაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
- წყაროების ცნობით, უკრაინის ხელმძღვანელობა ამჯერად ბევრად უფრო ძლიერი პოლიტიკური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, ვიდრე წინა თვეებში, როდესაც ტრამპის გუნდი რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირებას ცდილობდა.
- ტრამპის ადმინისტრაცია კიევისგან ითხოვს სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მომდევნო ხუთშაბათამდე მოაწეროს.
ჩაშლილად: "მათ სურთ ომის გაჩერება და სურთ, რომ საფასური უკრაინამ გადაიხადოს"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
- ამ თემაზე საუბარი წყაროების ინფორმაციით კიევში პენტაგონის დელეგაციასთან შეხვედრის დროს შედგა
- ამერიკულ დელეგაციას სახმელეთო ჯარების მდივანი, დენ დრისკოლი ხელმძღვანელობდა - დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ასევე ამერიკული ჯარების ვიცე-მეთაური, კრის დონაჰიუც.
- ამერიკის ელჩმა უკრაინაში და დელეგაციის ხელმძღვანელმა კერძო კომუნიკაციაში განაცხადეს, რომ ვიზიტმა "წარმატებით ჩაიარა."
კონტექსტი: ცოტა ხნის წინ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა მზაობა იმუშავოს ამერიკის მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო გეგმაზე.
- 28-პუნქტიანი გეგმა, რომლის მთავარ ავტორებსაც შორისაც სტივ უიტკოფსა და კირილ დმიტრიევს ასახელებენ მოიცავს უკრაინის მიერ დონეცკის ოლქიდან ჯარების გაყვანას და ასევე ქვეყნის უბლოკო სტატუსს.
- ამასთანავე გეგმა ითვალისწინებს ამერიკის უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის ნატოს მეხუთე პუნქტის მოდელზე.