სანდუ: მოლდოვას ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად შესვლა სურს, რათა რუსეთისგან დაცული იყოს

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვას სურს ევროკავშირს რაც შეიძლება სწრაფად შეუერთდეს, რადგან ეს ქვეყანას რუსული საფრთხისგან თავის დაცვაში დაეხმარება.

ამის შესახებ მან AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"რა თქმა უნდა, არაფერი შეედრება იმას, რაც უკრაინაში ხდება, მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ რისკს და გვჯერა, რომ ჩვენი დემოკრატიის გადარჩენა მხოლოდ ევროკავშირის წევრობით შეიძლება. რუსეთი არასტაბილურობის წყაროდ მომდევნო წლებშიც დარჩება. ჩვენ თავი უნდა დავიცვათ." - აღნიშნა სანდუმ.

მისი თქმით, მოუთმენლად ელის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების უახლოეს თვეებში დაწყებას.

"ჩვენ გვინდა, რომ ეს (ევროკავშირში გაწევრიანება), რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკო პოპესკუმ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხად მიიჩნევს და კონსტიტუციით განსაზღვრულ ნეიტრალიტეტის სტატუსს მოლდოვის დასაცავად არასაკმარისი უწოდა.

მსგავსი სიახლეები