სანქციების გამო რუსეთი ტანკებში მაცივრების ჩიპებს იყენებს
სანქციების გამო რუსეთი ტანკებში მაცივრებისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან ამოღბულ ჩიპებს იყენებს.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს ვაჭრობის მდივანმა ჯინა რაიმონდო ავრცელებს.
"ჩვენ უკრაინელი კოლეგებისგან მივიღეთ ცნობები, რომ ისინი პერიოდულად პოულობენ რუსულ სამხედრო ტექნიკას, რომელიც სავსეა საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან ამოღებული ნახევარგამტარებით",- ამბობს რაიმონდო.
მინისტრის თქმით, ომის დაწყების მომენტიდან ამ დრომდე აშშ-დან ექსპორტირებული ტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტი რუსეთში 70%-ით არის შემცირებული.
რაიმონდოს თქმით, იმპორტული მაკოპლექტებლების უკმარისობის გამო რუსეთში ტანკების წარმოების პროცესი შეჩერებულია - მათ შორის საწარმოო პროცესი სანქციების გამო შეაჩერა ჩელიაბინსკის და ურალვაგონზავოდის ქარხნებმა.
უცნობია, თუ რამდენად შესაძლებელია სამხედრო წარმოებისთვის საჭირო ჩიპების ჩანაცვლება საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან ამოღებული ნაწილებით, თუმცა სპეციალისტების თქმით, გარკვეულ შემთხვევაში ეს შესაძლოა ეფექტური იყოს.
Conflict Inteligence Team-ში განმარტავენ, რომ თუ საუბარია რომელიმე ცალკეულ ნაწილზე - ტრანზისტორსა და კონდენსატორსზე ეს უნივერსალური ნაწილია.