საფრანგეთი ამერიკას ახალ თავისუფლების ქანდაკებას გაუგზავნის
საფრანგეთი ამერიკას ახალ თავისუფლების ქანდაკებას 7 ივნისს გაუგზავნის. ამის შესახებ Le Journal du Dimanche იუწყება. ქანდაკება ნიუ-იორკში 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ჩავა. ახალი ქანდაკების სიგრძე 2.83 მეტრია.
თავისუფლების ქანდაკება ამერიკის დამოუკიდებლობის აღსანიშნავად საფრანგეთის საჩუქარი იყო.
“ჩვენ გვინდოდა ფრანკო-ამერიკულ ისტორიასთან კიდევ ერთხელ დაკავშირება - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა აშშ-ში ფილიპ ეტიენმა - თავისუფლების ქანდაკება არის ორმაგის სიმბოლო - თავისუფლების და სტუმართმოყვარეობის.”
Le Journal du Dimanche-ის ცნობით ეს იდეა 2019 წლის ივლისში გაჩნდა, თუმცა, პროექტი პანდემიის გამო გადაიდო.
მონუმენტი ვაშინგტონში, საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში განთავსდება.
საფრანგეთი აქტიურად უჭერდა მხარს ამერიკის რევოლუციურ ომს ბრიტანეთის წინააღმდეგ.