საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი უმრავლესობას კარგავს, ლე პენის ისტორიული შედეგი

19 ივნისს საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

წინასწარი შედეგებით, ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო კოალიცია უმრავლესობას კარგავს. Le Monde-ის პროგნოზით, პრეზიდენტის კოალიცია Ensemble 224 მანდატს დააგროვებს, მაშინ, როცა უმრავლესობისთვის 289 მაინც სჭირდება.

მეორე ადგილზეა მემარცხენე კოალიცია NUPES. ჟან-ლუკ მელანშონის "დაუძინებელი საფრანგეთის", მწვანეების, სოციალისტებისა და კომუნისტების გაერთიანება, სავარაუდოდ, 149 მანდატს მიიღებს.

მესამე ადგილზე 89 მანდატით მარინ ლე პენის Rassemblement National გადის. პარტიისთვის ეს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

გოლისტური, მემარჯვენე "რესპუბლიკელები" Le Monde-ის პროგნოზით 79 მანდატს მიიღებენ. მოიაზრება, რომ უმრავლესობას მაკრონის კოალიციასთან ერთად სწორედ ისინი შექმნიან.

მსგავსი სიახლეები