სარა დუტერტე ფილიპინების ვიცე-პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

 

ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს უფროსი შვილი სარა დუტერტე მომავალ წელს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავს.

მოქმედ პრეზიდენტს კიდევ ერთი ვადით კენჭისყრის უფლება არ აქვს.

პრეზიდენტის შვილი ქალაქ დავაოს მერი და საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ყველაზე პოპულარული კანდიდატია.

ის ყოფილი პრეზიდენტის, გლორია აროვოს პარტიას შეუერთდა. ამ პოლიტიკური ძალის პრეზიდენტობის კანდიდატი ფილიპინების დიქტატორის ფერდინანდ მარკოსის შვილი იქნება.

ფილიპინებში პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ცალ-ცალკე აირჩევა.

საპრეზიდენტო კანდიდატია კრივში მრავალგზის ჩემპიონი მენი პაკიაოც.

როდრიგო დუტერტე პრეზიდენტი 2016 წელს გახდა. მისი ძირითადი პრიორიტეტები კრიმინალთან და ნარკომანიასთან ბრძოლა იყო.

მას ხშირად აკრიტიკებდნენ სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების შემთხვევების გამო.

 

მსგავსი სიახლეები