დუტერტე პუტინზე: მე კრიმინალებს ვკლავ და არა ბავშვებს და მოხუცებს

ფილიპინების მიმავალმა პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ ვლადიმირ პუტინის მოქმედებები დაგმო. დუტერტეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს ბევრი ადამიანი მკვლელს ეძახის, ის პუტინისგან განსხვავებით კრიმინალებს კლავს და არა მოხუცებს და ბავშვებს. 

დუტერტე თავის პრეზიდენტობის წლებში პუტინს მეგობარს და კუმირს ეძახდა, სამშაბათს გავრცელებულ სატელევიზიო ინტერვიუში კი დუტერტემ პირველად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია. დუტერტემ რუსეთი ნავთობის გაძვირებასა და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში დაადანაშაულა.

წინა თვეებში დუტერტეს ღიად არ დაუგმია რუსეთის შეჭრა უკრაინაში, თუმცა ამბობდა, რომ ეს არა სპეციალური სამხედრო ოპერაციაა, არამედ სრულმაშსტაბიანი ომია. 

დუტერტემ რუსეთის საელჩოს ფილიპინებში მოუწოდა შეეწყვიტა არადისკრიმინაციული საარტილერიო ცეცხლი მშვიდობიანი დასახლებების მიმართულებით და მოსახლეობისთვის ევაკუაციის საშუალება მიეცათ. 

დუტერტეს საპრეზიდენტო ვადა 30 ივნისს იწურება, მისი 6-წლიანი პრეზიდენტობის პერიოდში დუტერტემ ნარკო მოვაჭრეებთან ბრუტალური ომი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ბოლო წლებში 6 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე. 

დუტერტე თავადაც ხშირად ყვებოდა გადაცმული როგორ კლავდა ის ნარკომოვაჭრეებს. 

ფილიპინების საპრეზიდენტო არჩევნებში, ყოფილი დიქტატორის ვაჟმა ბონგ-ბონგ მარკოსმა გაიმარჯვა. 

მსგავსი სიახლეები