სარესურსო შეთანხმებით აშშ-ს შენატანი ერთობლივ ფონდში შეიარაღება იქნება

უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ხელმოწერილი სარესურსო შეთანხმებით ერთობლივ საინვესტიციო ფონდში ვაშინგტონის შენატანი შეიარაღება იქნება - უკრაინელი კომენტატორები კმაფოყილები არიან შეთანხმებით და მას კიევის დიპლომატიურ გამარჯვებად აფასებენ.
State Of Play: ამის შესახებ შეთანხმების ტექსტში ნათქვამი, რომლის ტექსტაც უკრაინის მთავრობა აქვეყნებს - თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით შეთანხმების ტექსტი ბევრად მეგობრულია და გამქრალია კიევისთვის ყველაზე მტკივნეული და უსიამოვნო პუნქტები.
- შეთანხმების მიხედვით, იქნება უკრაინისა რეკონსტრუქციის ერთობლივი საინვესტიციო ფონდი, რომელიც შენატანები თანაბრად (50-50%) ნაწილდება, ხოლო ამერიკის კონტრიბუცია ფონდში უკრაინის მომავალი სამხედრო დახმარების სახით იქნება წარმოდგენილი.
- ფონდს ეყოლება 3 უკრაინელი და 3 ამერიკელი მმართველი, ინვესტიციები კი უკრაინის იშვიათი მინერალების, გაზისა და ნავთობის მოპოვებაზე დაიხარჯება. ფონდის შემოსავალს მხარეები თანაბრად გაინაწილებენ.
Big Picture: ხელმოწერილ ვერსიაში არაფერია ნათქვამი კიევის დავალიანებაზე, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გადაცემული სამხედრო დახმარებას ეხებოდა და რომლის უკან დაბრუნებაზეც საუბრობდა დონალდ ტრამპი. დავალიანების არ აღიარება უკრაინელი პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია იყო.
- "ეს მკაფიო სიგნალია რუსეთისთვის, რომ აშშ ერთგულია სამშვიდობო პროცესის, რომლის ცენტრშიც თავისუფალი, სუვერენული და განვითარებული უკრაინაა"- ნათქვამია აშშ-ს ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- გამოცემა Axios-სთან საუბარში შეთანხმების საბოლოო ვერსიას "ურთიერთმომგებიანს" უწოდებს უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ტარას კაჩკა - "შეთანხმების ტექსტი არის მეგობრული და ის არის ინვესტიციების შესახებ."
Context: ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, შეთანხმება გაზრდის შეერთებული შტატების ჩართულობას უკრაინულ ეკონომიკაში და ქვეყნის ნაწილობრივი უსაფრთხოების გარანტიების ფუნქციასაც შეასრულებს - მათი თქმით, აშშ შეეცდება დაიცვას თავისი ინვესტიციები.
- შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის იდეა იყო 28 თებერვალს, თეთრ სახლში უკრაინელი პრეზიდენტის ვიზიტის დროს უნდა მომხდარიყო, თუმცა სკანდალური პრესკონფერენციის შემდეგ გადაიდო.
- შეთანხმების საბოლოო ვერსია ბევრად უფრო ფართეა და იშვიათი მინერალების ათვისების გარდა, ნავთობისა და გაზის საბადოების, ასევე ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.