საზღვრის ჩაკეტვა - რესპუბლიკელების პირობა ბაიდენს უკრაინის დახმარების სანაცვლოდ

ბაიდენის მიერ ინიცირებულ 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მხარდაჭერის სანაცვლოდ სენატის რესპუბლიკელები ბაიდენისგან მექსიკის საზღვარზე ვითარების გამკაცრებას ითხოვენ. 

ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ მაღალი ალბათობით, ეს თეთრ სახლსა და კონგრესს შორის მომავალი ბრძოლის პირველი ეტაპია. 

ერთგვერდიანი დოკუმენტის ავტორებს შორის არიან ჯეიმს ლინკფორდი, ლინდსი გრემი და ტომ კოტონი. თეთრი სახლი გასულ კვირებში აფიქსირებდა ღიაობას საზღვერზე არსებული წესების შეცვლასთან დაკავშირებით. 

გასულ კვირას კონგრესმა ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებული ერთიანი პაკეტიდან ცალკე გამოყო ისრაელის დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა და მიიღო კიდეც. სენატის უმრავლესობაში მყოფმა დემოკრატებმა კონგრესის მიერ დოკუმენტს მკვდარშობილ უწოდეს და განაცხადეს, რომ ისინი უკვე მუშაობენ უმცირესობის ლიდერთან, მიჩ მაკკონელთან უფრო დიდ პაკეტზე, რომელიც ბაიდენის მიერ შეთავაზებულ პუნქტებსაც მოიცავს.

6 ნოემბერს რესპუბლიკური პარტიის წევრებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელშიც ჩამოთვლილია მათთვის სასურველი ცვლილებები. ჯამურად რესპუბლიკილების მოთხოვნა არალეგალი მიგრანტებისთვის თავშესაფრის პროცესის მოთხოვნის გართულებას ისახავს მიზნად. 

რესპუბლიკელების ინიცირებული ცვლილებები დიდწილად დონალდ ტრამპის დროს არსებული საემიგრაციო პოლიტიკის კოდიფიკაციას ითვალისწინებს. გასული 2 წლის განმავლობაში ამერიკის მიმავალი არალეგალი მიგრანტების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 

მათ შორის არალეგალი მიგრანტების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა დემოკრატების მიერ მართულ დიდ ქალაქებში, რამაც შესაძლოა თეთრი სახლს საკითხის გადაწყვეტისას მეტი პოლიტიკური მოქნილობა მიანიჭოს. 

 

 

მსგავსი სიახლეები