შაჰინი: ქართველ ხალხსა და სამოქალაქო საზოგადოებას უფლება აქვთ, პატივი სცენ მათ ხმას

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი გამოცემა The Hill-თან საუბრისას Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლების გაჩხრეკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ქმედება კითხვებს აჩენს "საქართველოს უნარზე, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები".

"ქართველ ხალხსა და მის სამოქალაქო საზოგადოებას უფლება აქვთ, გაგონილი და პატივცემული იყოს მათი ხმა - [რაც] ცენტრალური პრინციპია ნებისმიერი ჯანმრთელი დემოკრატიული სისტემის. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გაარკვევს ამ კონკრეტულ ცნობებს და სერიოზულად მიიღებს მათ". - განაცხადა შაჰინმა.

24 ოქტომბერს Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას, სახლები გაჩხრიკეს. ატლანტიკური საბჭო 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ცენტრია, ხოლო ბუზიაშვილი და გელავა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზაცია "ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის" მკვლევრები არიან.

მსგავსი სიახლეები