შარლ მიშელი 2030 წელს ევროკავშირში რვა ახალი წევრის მიღების ინიციატივით გამოვა
გაზეთ Financial Times-ის ცნობით, დღეს, 28 აგვისტოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოაცხადებს, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის რვა ახალი წევრის მისაღებად უნდა იყოს მზად.
ევროკავშირის აქამდე მიძინებული გაფართოების პოლიტიკა რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული აგრესიის შედეგად კვლავ წინა პლანზეა. წევრობის კანდიდატი ბოლო ქვეყნები ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა არიან.
"თუ გვსურს გვენდობოდნენ, დროზე უნდა ვილაპარაკოთ", - იტყვის შარლ მიშელი დღევანდელ სიტყვაში, რომელიც სლოვენიაში უნდა წარმოთქვას, - "ვემზადებით რა ევროკავშირის მომდევნო სტრატეგიული დღის წესრიგისთვის, საკუთარ თავს ნათელი მიზანი უნდა დავუსახოთ. ჩვენ ორივე მხარეს მზად უნდა ვიყოთ 2030 წლის გაფართოებისთვის".
კონფერენციას, რომელზეც მიშელმა ეს სიტყვა უნდა წარმოთქვას, დაესწრებიან მოლდოვის, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთის, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ლიდერები.