შესაძლოა, პუტინმა პრიგოჟინი ბელორუსში მოკლას - CNN
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვაგნერის ლიდერს, ევგენი პრიგოჟინს აჯანყებას არ აპატიებს. ამის შესახებ CNN-ის მოსკოვის ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ჟან დუერტიმ განაცხადა.
"პუტინი ღალატს არ პატიობს, თუნდაც პუტინმა თქვას: "პრიგოჟინ, წადი ბელორუსში", ის მაინც მოღალატე იქნება და ვფიქრობ, პუტინი ამას არასოდეს აპატიებს... მე რომ პუტინი ვიყო, როსტოვის ქუჩებში იმ ხალხის გამო ვნერვიულობდი, რომლებიც ვაგნერის მებრძოლებს გადაადგილების დროს ამხნევებდნენ.
რატომ ამხნევებენ ქუჩაში რიგითი რუსები ხალხს, ვინც ახლახან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობდა? ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ისინი მხარს უჭერენ ან მოსწონთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან ცუდი ამბავია პუტინისთვის." - თქვა დუერტიმ.
მან აღნიშნა, რომ სავსებით შესაძლებელია, რომ პრიგოჟინი "ბელორუსში მოკლან," მაგრამ ეს მოსკოვისთვის რთული დილემაა, რადგან სანამ პრიგოჟინს "ერთგვარი მხარდაჭერა აქვს, ის საფრთხეს წარმოადგენს, სადაც არ უნდა იყოს."
შაბათს საღამოს ბელორუსის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა ვაგნერის ლიდერთან, ევგენი პრიგოჟინთან და ის დათნახმდა მისი მებრძოლების მოსკოვისკენ მარშის შეჩერებას.
ამის შემდეგ პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მისი დაქირავებული ჯარისკაცები საველე ბანაკებში დაბრუნდებიან.
მოგვიანებით, კრემლმა გამოაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიხურება, ის "ბელორუსში წავა."