შმიგალი: გერმანულმა IRIS-T-მ ოკუპანტების 10 რაკეტიდან 9 ჩამოაგდო
რუსეთის წინააღმდეგ ომში მაღალი ეფექტურობა გამოავლინა გერმანულმა საზენიტო სარაკეტო სისტემა IRIS-T-მ, რომელიც უკრაინას გერმანიამ გადასცა.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 25 ოქტომბერს, ბერლინში, უკრაინის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გერმანული იარაღი შესანიშნავად იჩენს თავს ბრძოლის ველზე, ის იცავს ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს ინფრასტრუქტურას და მშვენივრად მუშაობს. საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-მ 10 რუსული რაკეტიდან 9 ჩამოაგდო", - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას მალე გადასცემს კიდევ სამ საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს.