შმიგალი: უკრაინაში ყოველდღიურად დაახლოებით 8.5 ათასი გენერატორი შემოდის

უკრაინის ენერგოსისტემა რუსი ოკუპანტების ახალი თავდასხმებისთვის ემზადება, წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ფეისბუქზე 20 ნოემბერს.

"უკრაინის ენერგოსისტემა ახალი თავდასხმების ქვეშაა. ამიტომ მთავრობა ემზადება მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარისთვის", - წერს ის.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა გაააქტიურებს ენერგოწარმომქმნელი ობიექტების იმპორტს.

"თითოეულ უკრაინელს შეუძლია გენერატორის ან დამტენი სადგურის შემოტანა საზღვარგარეთიდან გადასახადისა და დღგ-ს გადახდის გარეშე. დაახლოებით 8500 გენერატორის კომპლექტი შემოდის დღეში", - თქვა შმიგალმა.

კონტექსტი

ოქტომბრის დასაწყისიდან რუსი დამპყრობლები თავს ესხმიან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მთელს უკრაინაში, მათ შორის კიევში. ქვეყანაში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება დაიწყო.

18 ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან რუსებმა 1000-ზე მეტი რაკეტა და დრონი ესროლეს უკრაინულ ქვესადგურებს, დარტყმების შედეგად კი უკრაინის ენერგოსისტემის თითქმის ნახევარი გამორთულია.

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, 17 ნოემბერს აღიარა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს, რადგან უკრაინის მოლაპარაკებზე დარწმუნება სურს.

"ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებიც ასე იქცევიან: კლავენ უდანაშაულო ადამიანებს, რათა შეასრულონ მათი მოთხოვნები", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პესკოვის სიტყვების პასუხად.

მსგავსი სიახლეები