შმიგალი: უკრაინის არმიისთვის 34.5 მილიარდი ჰრივნა გამოიყო
რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის ცხრა სფეროდან ერთ-ერთი არის ძალოვანი ბლოკის დაფინანსება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 12 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"ჯარი არის მთავარი პრიორიტეტი, ამიტომ გასულ კვირას დამატებით 33 მილიარდი ჰრივნა გამოიყო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და დამატებითი 1.5 მილიარდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის", - თქვა მან.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 19 მილიარდი ჰრივნა იარაღის შეძენაზე დაიხარჯება, 7 მილიარდი - აღჭურვილობისა და იარაღის შეკეთებაზე და 5 მილიარდი - სამხედროების ტანსაცმელსა და პირად დამცავი აღჭურვილობაზე. კიდევ 1.3 მილიარდი ჰრივნა მიმართული იქნება ოპერატიული მხარდაჭერაზე.