შმიჰალი: 2023 წელს უკრაინა სრულად იქნება უზრუნველყოფილი მარცვლეულით

უკრაინა 2023 წელს მარცვლეულითა და საკვებით უზრუნველყოფილი იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა 24 მარტს, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში საომარი მდგომარეობის პირობებში მეორე თესვის კამპანია მიმდინარეობს.

"ჩვენ ვეხმარებით ჩვენს ფერმერებს. წინასწარი შეფასებით, 45 მლნ ტონა მარცვლეულსა და მარცვლოვან კულტურებს ველით. ხორბლის მოსავალი 16.6 მლნ ტონა იქნება", - განაცხადა პრემიერმა.

შმიჰალმა აღნიშნა, რომ შიდა მოხმარება დაახლოებით 5 მილიონი ტონაა.

"ანუ, ისევე როგორც შარშან, უკრაინა სრულად იქნება უზრუნველყოფილი მარცვლეულითა და საკვებით", - განაცხადა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი სიახლეები