შოიგუ პუტინს დაჰპირდა, რომ ივნისის ბოლომდე "სარეზერვო არმიას" შექმნის

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უშიშროების საბჭოს რომელიც რუსეთის პრეზიდენტს მოახსენა, რომ ივნისის ბოლოსთვის შეიქმნება სარეზერვო არმია, რომელიც ათასობით ერთეულ ტექნიკას მიიღებს.

"ჩვენ ვაყალიბებთ რეზერვებს, როგორც არმიის კორპუსის შემადგენლობაში, ასე არმიაში, პლუს მე-20 სატანკო არმიის ხუთი პოლკი, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ფაქტობრივად, ივნისის ბოლოს დავასრულებთ სარეზერვო არმიის ფორმირებას და უახლოეს მომავალში დავასრულებთ არმიის კორპუსის ფორმირებას." - თქვა შოიგუმ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს "სარეზერვო არმია" 3700 ერთეულზე მეტ სამხედრო ტექნიკას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები