შოლცი არ ემხრობა უკრაინისთვის გადასაცემად, Storm Shadow-ების Taurus-ებში გაცვლის იდეას
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მხარს არ უჭერს ბრიტანული შორს მოქმედი რაკეტების Taurus-ებში გაცვლის იდეას, რათა უკრაინამ მეტი ასეთი იარაღი მიიღოს.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბერლინში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მე მკაფიოდ ვისაუბრე. ჩემი, როგორც კანცლერის, როგორც მთავრობის მეთაურის საქმეა ვიყო ზუსტი და არ გავაჩინო რაიმე ცრუ მოლოდინი. ჩემი პასუხები საკმაოდ ნათელია," - თქვა შოლცმა კითხვაზე, განიხილავს თუ არა ბრიტანეთისთვის რაკეტების გაცვლას.
მან ასევე გაიმეორა, რომ არ სურს უკრაინელებისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემა, რაც, მისი აზრით, მოითხოვს გერმანიის უკრაინაში ყოფნას.
შოლცმა ასევე თქვა, რომ ამან შეიძლება გერმანიის ომში ჩათრევა გამოიწვიოს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ლონდონი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის Taurus-ის რაკეტების ბრიტანულ Storm Shadow-ებში გაცვლას, რათა ბრიტანეთმა საკუთარი მარაგები შეივსოს, ხოლო უკრაინას შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები მიაწოდოს.
ბრიტანეთის წინადადებას მხარი დაუჭირა გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა მწვანეებიდან ანტონ გოფრაიტერმა, ხოლო მთავარი ოპოზიციური ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ბუნდესტაგში იოჰან ვადეფული ასეთი გაცვლის წინააღმდეგია, რადგან, მისი აზრით, უკრაინამ გერმანიისგან უნდა მიიღოს Taurus.
ამავე დროს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მხარი დაუჭირა ფრთოსანი რაკეტების გაცვლის წინადადებას.