შოლცი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე ცალკეულმა ქვეყნებმა ვეტოს დადება ვერ უნდა შეძლონ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს დადების წინააღმდეგ გამოდის.

წერილში, რომელიც გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ში გამოქვეყნდა, შოლცა ბლოკის ერთობლივ გადაწყვეტილებებზე ზოგიერთი წევრი-სახელმწიფოს მიერ „ეგოისტური ბლოკადა“ დაგმო.

„საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ეროვნული ვეტოს ფუფუნება აღარ გვაქვს, თუ გვინდა, რომ კონკურენტი დიადი ძალების მსოფლიოში ჩვენი ხმა ისმოდეს“, - აცხადებს გერმანიის ლიდერი.

ევროკავშირში საგარეო პოლიტიკასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საყოველთაო კონსენსუსის გზით მიიღება.

ამან რუსეთისთვის დაწესებული ზოგიერთი სანქციის მიღება გაართულა.

მედიის ცნობით, რუსეთის პატრიარქი კირილი ბრიუსელის სანქციების სიაში უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხვდა.

მსგავსი სიახლეები