შოლცი: გერმანია მზად უნდა იყოს უკრაინაში სიტუაციის ესკალაციისთვის

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია მზად უნდა იყოს უკრაინაში სიტუაციის ესკალაციისთვის.

კანცლერმა აღნიშნა, რომ ესკალაცია შეიძლება გაზარდოს როგორც ომის განვითარებამ, ასევე რუსეთის "ხილულმა და მზარდმა" წარუმატებლობებმა.

გერმანიის ლიდერმა ასევე თქვა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი მარაგების შესავსებად €100 მილიარდიანი თავდაცვითი ფონდის შექმნა რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის შედეგად მიღებული გაკვეთილის შედეგი იყო.

შოლცმა დასძინა, რომ მისი ბოლო ვიზიტი ჩინეთში ორი ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ ერთობლივი პოზიციის გამოსახატად ღირდა.

19 ნოემბერს შოლცმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.

უკრაინის ყოფილმა ელჩმა გერმანიაში და ახლა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი მელნიკმა კანცლერის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს იყო "მხოლოდ სიტყვებია", პუტინს კი მხოლოდ ძალის ენა ესმის და შოლცს მოუწოდა, ულტიმატუმი წაუყენოს რუსეთის მთავრობას.

მსგავსი სიახლეები