შოლცი ზელენსკის წლის ბოლომდე მეექვსე IRIS-T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას დაჰპირდა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონი საუბარში უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა განიხილა.

ზელენსკის თქმით, შოლცმა საუბრისას დაადასტურა, რომ მეექვსე საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს უკრაინა მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებს.

"ჩვენ ასევე განვიხილეთ მომავალ წელს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება და გერმანიის მხრიდან საჰაერო თავდაცვის სფეროში დამატებითი დახმარების პოტენციალი," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შოლცთან საუბრისას მან კოორდინაცია გაუწია ნაბიჯებს უკრაინისთვის საუკეთესო თავდაცვისა და პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

"ჩვენ შევთანხმდით რამშტაინის ფორმატის შენარჩუნებისა და საკოორდინაციო ჯგუფის შემდეგი შეხვედრის მნიშვნელობაზე," - დასძინა ზელენსკიმ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა შოლცს "მნიშვნელოვანი ორმხრივი თავდაცვითი დახმარებისთვის და მისი ლიდერობისთვის პარტნიორების შეკრებაში უკრაინის მხარდასაჭერად."

"მე ასევე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინის ხედვა სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის შესახებ უნდა იყოს წარმოდგენილი ბრაზილიაში, G20-ის სამიტზე და მადლობა გადავუხადე გერმანიას მზადყოფნისთვის, მხარი დაგვიჭიროს ამ ძალისხმევაში," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, შოლცის ოფისმა დაწერა, რომ გერმანიის მთავრობის მეთაურმა დაადასტურა გერმანიის მუდმივი და ურყევი სოლიდარობა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც თითქმის 1000 დღეა გრძელდება.

გერმანიის მთავრობა განაცხადა, რომ ნატოს სამ სხვა ქვეყანასთან ერთად უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების დიდ პაკეტს ამზადებს, რომლის გაცემასაც 2024 წლის ბოლომდე გეგმავენ.

სექტემბრის დასაწყისში შოლცმა გამოაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის 17 IRIS-T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემა შეუკვეთა.

მსგავსი სიახლეები