შოლცის მთავრობამ უკრაინას 2025 წლისთვის დამატებით €3 მილიარდის დახმარება დაუმტკიცა

ოლაფ შოლცის მთავრობამ 2025 წელს უკრაინას დამატებით 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გამოუყო.
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა იორგ კუკისმა, Reuters-ის მიერ ციტირებულ წერილში, ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტს აცნობა, რომ უკრაინისთვის დამატებითი თანხების გამოყოფის მოთხოვნები შესრულებულია.
წერილში გერმანიის ფინანსთა სამინისტრო დათანხმდა დამატებით ხარჯებს 2025 წლისთვის 2.547 მილიარდი ევროს ოდენობით. სხვა ხარჯების, ევროპის მშვიდობის ფონდის კომპენსაციის გათვალისწინებით, გერმანია უკრაინას 3 მილიარდ ევროს გამოუყოფს.
2026 წლიდან 2029 წლამდე კი, კუკისის წერილში ნათქვამია, რომ დამტკიცდება უკრაინის სამხედრო დახმარების ვალდებულებები 8.2 მილიარდი ევროს ოდენობით. ამით დახმარების საერთო მოცულობა 11 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.
საბიუჯეტო კომიტეტი, სავარაუდოდ, პარასკევს, 21 მარტს დაამტკიცებს ამ თანხის გამოყოფას.
სამშაბათს, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა დაამტკიცა ე.წ. "ვალის მუხრუჭის" ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო ხარჯების გაზრდას და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას.