"შტამპების, ზედნადებების და ფურცლების გარეშე" - რევოლუციური რეფორმა მოლდოვაში

უცხოელი ინსვესტორების მოსაზიდად და ბიზნეს საქმიანობის გასამარტივებლად, მოლდოვის მთავრობა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგას აპირებს, რისთვისაც რეფორმების პაკეტი უკვე შემუშავებულია. 

"შტამპების, ზედნადებისა და ფურცლების გარეშე"- ახალი ინიციატივა ასე დაასათაურა დუმიტრუ ალაიბამ, მოლდოვის ეკონომიკის მინისტრმა. 

მისი აზრით, ახალი ინიციატივა მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს - გამარტივდება ბიუროკრატია, რაც ქვეყანას უცხოელი მეწარმეების თვალში მიმზიდველად აქცევს. 

მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმის პაკეტი, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს:

  • უცხოელ ინვესტორებს პერსონალური ნომერის აღება დისტანციურად შეეძლებათ, რისთვისაც მოლდოვაში ჩასვლა საჭირო აღარ იქნება. ეს საშუალებას იძლევა, რომ ბიზნესი ქვეყნის გარედან დაარეგისტრირო. 
  • მოლდოვური ციფრული პლათფორმებით სარგებლობა, უცხოეთიდანაც იქნება შესაძლებელი, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის გამარტივებულ მართვას. 
  • სანოტარო მომსახურება და დოკუმენტები ციფრული გახდება, რაც მსურველებს შესაძლებლობას მისცემს, რომ ქონება ან აქციები უცხოეთიდან შეიძინონ, რაც აქამდე ნებადართული არ იყო. 
  • რუმინული ენის ცოდნა აღარ არის აუცილებელი იმისთვის, რომ მოლდოვაში ბიზნესის დაწყება და მართვა შესაძლებელი იყოს. მთავრობის ინიციატივის თანახმად, საწარმოო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო დოკუმენტისა თუ ფორმების ინგლისურ ენაზე თარგმნა სავალდებულო ხდება, შესაძლოა საჭირო იყოს.
  • დისტანციური მუშაობისთვის ნებართვა საჭირო არ იქნება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ნებართვის მიღება, ონლაინ იქნება შესაძლებელი. 

მთავრობამ რეფორმების პაკეტზე მუშაობა უკვე დაასრულა და დასამტკიცებლად მოლდოვის პარლამენტს გადაუგზავა. ცვლილებების შესახებ, მოლდოველი კანონმდებლები უახლოეს მომავალში იმსჯელებენ. 

ამ ინიციტაივის გარდა, 24 მარტს ცნობილი გახდა, რომ 19 საჯარო სერვისი, მოლდოვაში ციფრული გახდა, მათ შორის - დაბადების და გარდაცვალების მოწმობა, სახელის ცვლილება ან განქორწინების მოთხოვნა. 

მოლდოვის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ბიუროკრატიის შემსუბუქება და სერვისები გამარტივებული გზით მიღებაზე მუშაობა, კვლავ გაგრძელდება. 

 

მსგავსი სიახლეები