შვედეთი კუნძულ გოტლანდზე დივერსიას იძიებს

შვედეთის პოლიცია იძიებს ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ გოტლანდის წყალმომარაგების სისტემის წინააღმდეგ განხორციელებულ დივერსიულ აქტს.

ამის შესახებ 3 მარტს, Reuters-მა და AFP-მ განაცხადეს.

უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, უცნობმა პირმა შეგნებულად გათიშა იმ ტუმბოს დენის კაბელი, რომელიც გოტლანდის მცხოვრებლებს წყლით ამარაგებს. კუნძულზე 60 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

გაზეთ Aftonbladet-ს ადგილობრივმა ხელისუფლებამ განუცხადა, რომ ტუმბო წყალს აწვდის მოსახლეობს უმეტესობას.

შესაძლო დივერსია კვირას, 2 მარტს, დაახლოებით 17:30 საათზე მოხდა. პოლიცია ზუსტ ადგილს არ ასახელებს.

"ტექნიკოსი გაგზავნეს შემთხვევის ადგილზე და აღმოაჩინა, რომ ვიღაცამ გახსნა ელექტრო კარადა, გათიშა კაბელი და ამით გათიშა ტუმბსთვის ელექტროენერგიის მიწოდება," - განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა.

ტექნიკოსმა კაბელი ხელახლა შეაერთა 9:30 საათისთვის.

სატუმბი სისტემა ახლა ისევ მუშაობს. ელექტრო კაბინის მიმდებარე ტერიტორია გამოძიებისთვის შემოზღუდულია. Aftonbladet-ის ცნობით, საგანგებო სიტუაციის შედეგები დროულად რომ არ აღმოფხვრილიყო, შესაძლოა მთელი კუნძული წყლის გარეშე დარჩენილიყო.

მსგავსი სიახლეები